ახალი ამბები

„დილას“ მარცხის მიუხედავად, გორში ევროტურნირები გრძელდება

გორის „დილა“ ფინეთის წარმომადგენელ „კუპსთან“ ორ მატჩიან დაპირისპირებაში 0-2 დამარცხდა.

ფინეთში შიდა ქართლურმა კლუბმა 2-0 დათმო შეხვედრა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 14 ივლისს გორში გაიმართა, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა გატანილი გოლი ვერ იხილა – შეხვედრა 0-0 დასრულდა.

თუმცა, გორის ცენტრალური სტადიონისთვის ევროპული სეზონი ამით არ დასრულებულა. „დილასგან“ განსხვავებით, თბილისის „საბურთალო“ შემდგომ ეტაპზე გავიდა.

თბილისელებმა  ორ-მატჩიან დაპირისპირებაში დაფიქსირებული ფრის შემდეგ, ალბანურ „პარტიზანს“ თერთმეტ მეტრიანების სერიაში აჯობეს და კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გადაინაცვლეს. 1-1 (5-4) და მათი შემდეგი მეტოქე ბუქარესტის “სტიაუა” იქნება.

„საბურთალოს“ მორიგ ევროპულ მატჩს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა 21 ივლისს გორში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 28 ივლისს ბუქარესტში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე არსებული სარემონტო სამუშაოების გამო, „საბურთალო“ საშინაო მატჩებს გორის ცენტრალურ სტადიონზე მართავს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები