გორში, რკინიგზისს სადგურის დასახლებაში სასმელი წყლის მრიცხველები დამონტაჟდება.
აღნიშნულ დასახლებაში დაახლოებით 900-მდე ოჯახი ცხოვრობს და ამ დრომდე სასმელ წყალს მრიცხველის გარეშე მოიხმარდნენ.
როგორც “მოზაიკას” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განუცხადა მრიცხველების დამონტაჟება წყლის არასწორად მოხმარების გამო გადაწყდა.
“მოსახლოების დიდი ნაწილიც ამას მოითხოვდა, რადგან ზაფხულის პერიოდში ძალიან ბევრს გაშვებული ჰქონდა ბაღებში ან ეზოებში სასმელი წყალი, რის გამოც სხვა დასახლებებს წყალი შეფერხებით ან საერთოდ აღარ მიეწოდებოდა. ჩვენ მერის წარმომადგენელს შევხვდით და ვთხოვეთ გაეფრთხილებინა მოსახლოება, რომ მრიცხველების მონტაჟი დაიწყებოდა, ადგილობრივების უმეტესობა დადებითად შეხვდა ამას. რაც შეეხება გადასახადს, თითიეულ აბონენტს ერთ ტონა წყალზე 42 თეთრის გადახდა მოუწევს”, – განმარტა თავზარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, რკინიგზის სადგურის დასახლებაში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციაც ჩატარდა და რკინის მილები პლასტსმასით შეიცვალა.