ახალი ამბები

ხაშურში ბზებს, ტუიებს, ოლეანდრებს და ეონიმუსებს რგავენ

ქალაქ ხაშურში გამწვანების სამუშაოები მიმდინარებს – ცენტრალურ მოედანზე ხე-მცენარეები ირგვება. 

„ჩვენი ქალაქის გალამაზებასა და მწვანე სივრცეების მოწყობას აქტიურად ვაგრძელებთ. გარდა ცენტრალური მოედნისა, ხე-მცენარეებს ვამატებთ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და აღნიშნული ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება“, – აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

ა(ა)იპ „წყლისა და გამწვანების კომპანიის“ ხელმძღვანელის განმარტებით, ირგვება სხვადასხვა ჯიშის ბზა, ტუია, ოლეანდრი და ეონიმუსი.

“სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება”, – ამბობს ზურა ნოზაძე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.