ახალი ამბები

წლის საუკეთესო მოცეკვავის ტიტული ნატალი ფუხაშვილს და ანანო ზარხოზაშვილს მიენიჭათ

ნატალი ფუხაშვილს და ანანო ზარხოზაშვილს წლის საუკეთესო მოცეკვავის ტიტული მიენიჭათ, – ინფორმაციას პატარა მოცეკვავეების წარმატების შესახებ მათი ქორეოგრაფი მაია სუმბათაშვილი ავრცელებს. 

მისივე ინფორმაციით. ქარელის სამეჯლისო და თანამედროვე ცეკვის ჯგუფი საერთაშორისო ფესტივალში “არტ ფოლკ ფესტი” მონაწილეობდა, საიდანაც ისინი ლაურეატის წოდებით დაბრუნდნენ. 

“საერთაშორისო ფესტივალეზე სამეჯლისო და თანამედროვე ცეკვების ჯგუფს ლაურეატის წოდება მიენიჭათ. მონაწილეებს მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის გადაეცათ დიპლომები”, – წერს სუმბათაშვილი. 

ამავე ფესტივალში მონაწილეობდა ჯგუფი,,crazy girls”, რომლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით.

დატოვეთ კომენტარი