ახალი ამბები

ქვემო ბოშურში ახალგაზრდული სივრცის მოწყობა იგეგმება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურში, ადმინისტრაციულ შენობაში ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა იგეგმება. 

სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა და ბიუჯეტიდან 57 239 ლარი გამოიყო.  

აღნიშნული სივრცე სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოეწყობა. 

სატენდერო პირობების თანახმად, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.