ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ბუდაპეშტის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ძიუდოში, ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ლაშამ ჩემპიონატზე 5 ბრძოლა გამართა და ფინაში აზერბაიჯანელ ძიუდოსტთან დამარცხდა.

შადათუაშვილმა პირველად ამერიკელი დომინიკ როდრიგესი დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე  მონღოლ ოდბაიარ განბაატარს მოუგო, მეოთხედფინალში კი ოლიმპიური ჩემპიონი ფაბიო ბასილეც ჩამოიცილა გზიდან. ლაშამ ნახევარფინალში პოლონელ ადამ სტოდოლსკის მოუგო, ფინალში კი აზერბაიჯანელ ჰიდათ ჰეიდაროვთან დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე დადგა.

ინფორმაციისთვის, 10 ივნისს ბუდაპეშტის ჩეპიონატზე კიდევ ერთი ძიუდისტი, ექა ღვინიაშვილი იჭიდავებს.

დატოვეთ კომენტარი