67 მედალოსანი მოსწავლე ჰყავს ქარელის მუნიციპალიტეტს, – ამის შესახებ ინფორმაცია ქარელის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი კობახიძემ მოგვაწოდა.
ამავე თემაზე: გორის მუნიციპალიტეტის სკოლებს 290 ოქროს მედალოსანი ჰყავს – პირველადი ინფორმაცია
“36 სკოლიდან მუნიციპალიტეტის მასშტაბით სრული მე-12 კლასი დაამთავრა 532 მოსწავლემ, 20 სკოლიდან კი გვყავს 67 მედალოსანი მოსწავლე.”
“მოზაიკა” გთავაზობთ მონაცემებს, თუ რომელ სკოლას რამდენი მედალოსანი მოსწავლე ჰყავს:
- აგარის საჯარო სკოლა – 6 მედალი;
- ბრეძის საჯარო სკოლა – 2 მედალი;
- ბებნისის საჯარო სკოლა – 5 მედალი;
- დირბის საჯარო სკოლა – 2 მედალი;
- ზემო ხვედურეთის სკოლა – 2 მედალი;
- კეხიჯვრის საჯარო სკოლა – 1 მედალი;
- მოხისის საჯარო სკოლა – 5 მედალი;
- რუისის 1-ლი საჯარო სკოლა -3 მედალი;
- რუისის მე-2 საჯარო სკოლა – 2 მედალი;
- რუისის მე-3 საჯარო სკოლა – 4 მედალი;
- საღოლაშნის საჯარო სკოლა – 2 მედალი;
- ურბნისის საჯარო სკოლა -3 მედალი;
- ფცის საჯარო სკოლა – 2 მედალი;
- ქარელის 1 ლი საჯარო სკოლა – 6 მედალი;
- ქარელის მე 2 საჯარო სკოლა – 8 მედალი;
- ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლა -5 მედალი;
- ქვენატკოცის საჯარო სკოლა – 1 მედალი;
- ძლევიჯვრის საჯარო სკოლა – 1 მედალი;
- ქარელის გიმნაზია – 4 მედალი;
- ბერძენაულის საჯარი სკოლა -3 მედალი.
მედლების რაოდენობით, 8 მედლით ქარელის მე 2 საჯარო სკოლა ლიდერობს.
რესურსცენტრის ინფორმაციით, გასულ 2021 წელს პანდემიის გამო მედლების გადაცემა ვერ მოხერხდა. ამიტომ ორივე წლის მედლების გადაცემა წელს მოხდება.
დატოვეთ კომენტარი