ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის სკოლებს 290 ოქროს მედალოსანი ჰყავს  – პირველადი ინფორმაცია

წინასწარი ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლებo წელს 1551-მა მოსწავლემ დაამთავრა, საიდანაც 331 მედალის კანდიდატია, – ამის შესახებ “მოზაიკას” საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა. 

ტერმაკოზაშვილის თქმით, ამ დრომდე ხდება მონაცემების გადამოწმება და დაზუსტება.

“ამჟამინდელი მონაცემებით, სულ საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს შორის 331 მედლის კანდიდატია, 290 ოქრო და  41 ვერცხლი. გადამოწმების შემდეგ შეიძლება მცირე ცვლილება იყოს”. 

დატოვეთ კომენტარი