ახალი ამბები

ტურიზმის ცენტრმა ვაკანსია, შენობის აშენებიდან 2 წლის შემდეგ, გამოაცხადა

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრისთვის თანამშრომლების შერჩევა იწყება. შესაბამისი ვაკანსიები ქარელის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანებამ გამოაცხადა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით მიხედვით, კონკურსის გზით 2 თანამშრომელი შეირჩევა, რომელთა პასუხისმგებლობაც იქნება:

  • ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
  • ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების ხელშეწყობა შეთავაზებული მომსახურებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში;
  • ქარელის მუნიციპალიტეტის ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გავრცელება;
  • ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება.

“ძირითადი მოთხოვნებია: სრული ზოგადი განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა და ისეთი პიროვნული უნარები, როგორიცაა პასუხისმგებლობის გრძნობა,დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პუნტქუალურობა დადეტალებზე ორიენტირებულობა”.

დაინტერესებულ პირებს რეზიუმეს და ფოტოსურათის გაგზავნა შეუძლია ელექტრონულ მისამართზე: qareliskultura@gmail.com.

თანამშრომელთა ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

დატოვეთ კომენტარი