ახალი ამბები

2 დღეში ვერხვების დასახლებას სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება – წყალმომარაგების კომპანია

გორში ვერხვების დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყალი რამოდენიმე დღეში შეუფერხებლად მიეწოდებათ.

წყალმომარაგების კომპანიის გორის ფილიალის ხელმძღვანელის, კოტე თავზარაშვილის ინფორმაციით, დასახლება ვარიანის სათავე ნაგებობიდან თვითდინებით იღებდა წყლის ნაკადს, მდინარე ლიახვის ადიდების შედეგად მილები დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობას წყალი ხარვეზით მიეწოდება.

“ჩვენ ალტერნატიული წყალი მივაწოდეთ, კარალეთის სათავე ნაგებობიდან ტუმბოს საშუალებით. გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა სასმელ წყალზე დიდია, ამ ტუმბომ ვერ გაუძლო და დაგვეწვა. ორ დღეში დავაყენებთ მძლავრ ტუმბოს და სრულიად დავაკმაყოფილებთ მოსახლეობას სასმელი წყლით”, – ამბობს თავზარაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.