ახალი ამბები

სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა – წყალი გაშვებულია

ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია.

“ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდა ქართლში 3 240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა”, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში:

  • 28.4 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური არხის და წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია ჩატარდა;
  • მოეწყო რკინაბეტონის ღარები;
  • ჰიდროტექნიკური ნაგებობები;
  • წყალმზომები.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი