კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფლისთვის ატრაქციონების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა.
ატრაქციონებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან 57 401 ლარი გაითვალისწინა.
შერჩეულმა კომპანიამ ატრაქციონების მიწოდება და მონტაჟი უნდა მოახდინოს სოფლებში:
- ბორტა
- გამდლისწყარო
- მრგავლიჭალა
- თეძმისხევი.
სატენდერო პირობების მიხედვით, აღნიშნულ სოფლებში მოეწყობა ორ ადგილიანი საქანელა, სასრიალო, ორ ადგილიანი აიწონა-დაიწონა და სათამაშო ზამბარაზე.
დატოვეთ კომენტარი