ახალი ამბები

ქარელელი მოჭიდავე ანდრო მარღიშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარ ფინალში გავიდა

ქარელელი სპორტსმენი ანდრო მარღიშვილი რომში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატის ნახევარ ფინალში გავიდა.

ანდრო მარღიშვილმა 92 კგ. წონით კატეგორიაში სომეხი სპორტსმენი სერგეი სარგსიანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარ ფინალში გავიდა.

“ნახევარ ფინალში მისი მეტოქე უკრაინელი დენის საჰალიუკი იქნება”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

დატოვეთ კომენტარი