ბლოგები

როგორ გვეხმარება ციფრული ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესში – სასარგებლო ბმულები

ავტორი: ნანა (ნადია) დაბრუნდაშვილი

პანდემიის პერიოდმა ცხადად დაგვანახა ის პრობლემა, რომ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს თითოეული მასწავლებელი უნდა ფლობდეს, რადგან კომპიუტერული ტექნოლოგიის მინიმალური ცოდნის გარეშე, არათუ ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარება, არამედ ნორმალური ონლაინ კომუნიკაციაც კი ვერ მოხდება მოსწავლეებთან.


ამ პერიოდში ბევრი ცვლილება განხორციელდა ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში, სკოლებში მასიურად დაინერგა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების მიმართულებით დაწყებული Microsoft Teams პლატფორმის და ასევე ელექტრონული ჟურნალის გამოყენება.


მასწავლებელთა და მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა სწრაფად აუღო ალღო ონლაინ სწავლებას, მაგრამ იყო მოსწავლეთა და მასწავლებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელთათვისაც ამ მხრივ დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამისათვის მოხალისე მასწავლებლებმა, რომლებიც ვმუშაობდით პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“ კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით, შევქმენით რეგიონების მიხედვით მხარდამჭერი ჯგუფები და საჭიროების მიხედვით მოსწავლეებს და მასწავლებლებს ვეხმარებოდით კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებაში, კერძოდ, Teams პლატფორმის გამოყენება-დაუფლებაში.


იყო შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე კითხვა მომდიოდა ათობით მასწავლებლისგან, სწორედ ამის გამო გამიჩნდა იდეა შემექმნა Youtube არხი “ნანას ციფრული კუთხე“, რომელზედაც განვათავსებდი ვიდეო-გზამკვლევებს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის და Facebook ჯგუფი, სადაც მათ საშუალება ექნებოდათ ენახათ ვიდეო-გზამკვლევები და მათი საშუალებით იოლად გაერთვათ თავი ამა თუ იმ პრობლემისათვის.
მინდა რამდენიმე ბმული გაგიზიაროთ:

  • ეს არის ჩემი Youtube არხის-“ნანას ციფრული კუთხე“ მისამართი: https://bit.ly/3ynPie3
  • ამ არხზე მომხმარებლებს შეუძლიათ სიმარტივისთვის ნაკრებების სახით ერთად დაჯგუფებული ვიდეოები ნახონ:
  • Microsoft Teams-პლატფორმაზე სამუშაოდ: https://bit.ly/3bvQseq
  • ელექტრონულ ჟურნალში სამუშაოდ: https://bit.ly/3OH6Irs
  • პროგრამა Geogebra-ს შესასწავლად და მასში შექმნილი რესურსებითურთ: https://bit.ly/3ynQq1h
  • PowerPoint პრეზენტაციების შესაქმნელად: https://bit.ly/3OG6a5a
  • Microsoft Word, Microsft Excel პროგრამების შესახებ: https://bit.ly/3u4F67A
  • კომპიუტერული ტექნოლოგების გამოყენების მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ: https://bit.ly/3a1ERDz
  • კომპლექსური დავალებები სხვადასხვა საგანში: https://bit.ly/3bBtseo
  • Minecraft EE-საგანმანათლებლო ვერსიის შესახებ: https://bit.ly/3u0vPO7

მართალია პანდემიის პერიოდმა გადაიარა, მაგრამ მასწავლებლის მიერ დასმული თითოეული კითხვა დღესაც მაძლევს იდეას და მოტივაციას იმისა, რომ ჩავწერო ახალი ვიდეო-გზამკვლევები და ამით მათ მუშაობა გავუმარტივო.


საჭიროების შემთხვევაში, ახალ-ახალი ვიდეოები განთავსდება როგორც ჩემს Youtube არხზე, ასევე Facebook ჯგუფებში, რომლებიც არამხოლოდ მასწავლებლების და მოსწავლეებისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს ჯგუფებია:

  • სწავლა-სწავლება და კომპიუტერული ტექნოლოგიები: https://bit.ly/3nllNn6
  • კომპიუტერული ტექნოლოგიები სწავლა სწავლებისას: https://bit.ly/3NlGj1f
  • მათემატიკის მასწავლებლები: https://bit.ly/3NDFYaB


აღვნიშნავ იმასაც, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებში საკმაოდ პოპულარულია ჩემი საგანმანათლებლო ბლოგი, რომელზედაც განთავსებული მაქვს მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების სასწავლო რესურსები, ასევე ფორმალური თუ არაფორმალური სწავლების ფარგლებში ჩემს მოსწავლეებთან განხორციელებული პროქტები და აქტივობები: https://nadiadabrundashvili.blogspot.com/


მათემატიკით დაინტერესებულთათვის აქვე შემოგთავაზებთ პროგრამა Geogebra-ს პორტალზე ჩემს გვერდს, რომელზე განთავსებული რესურსები მარტივად გამოსაყენებელია ნებისმიერი მსურველისათვის, ამ რესურსების საშუალებით ბევრად უფრო მოსახერხებელია მათემატიკური საკითხების ვიზუალიზაცია.
https://www.geogebra.org/u/nanadabrundashvili1


ზაფხულის არდადეგების პერიოდში, თუ გინდათ მოსწავლეებმა პერიოდულად ხალისით გაიმეორონ მათემატიკაში შესწავლილი მასალა, შემოგთავაზებთ ელექტრონულ მათემატიკურ სათამაშო-სავარჯიშოებს: https://bit.ly/3y0x7tp


მომხმარებლების რაოდენობა მიჩვენებს იმას, რომ ტყუილად არ ვშრომობ და ჩემ მიერ შექმნილი ვიდეო-გზამკვლევები და ელექტრონული რესურსები აქტიურ გამოყენებაშია, რაც ძალიან მახარებს და მუშაობის სურვილს მიძლიერებს.


ვიმედოვნებ პანდემიის პერიოდი აღარ განმეორდება, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ურთულეს დროს ონლაინ სწავლა-სწავლების კუთხით მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, რაც სამომავლოდაც გამოგვადგება.


ბედნიერ ზაფხულს და კარგ დასვენებას ვუსურვებ ყველას და ვიმედოვნებ მოსწავლეები და მასწავლებლები დასვენების პერიოდშიც კი მათთვის საინტერესო და სასარგებლო მასალას აღმოაჩენენ ჩემ მიერ მითითებულ ბმულებზე, რაც გამოადგებათ მომავალი წარმატებებული საქმიანობისათვის.

დატოვეთ კომენტარი