ახალი ამბები

მილიონი ლარი გორში გზების რეაბილიტაციისთვის – გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი სოფელ ტინისხიდში, დიდი გორიჯვარში და გორში, რკინიგზის სადგურის დასახლბაში გზების სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 015 510 ლარი გაითვალისწინა. 

პროექტის მიხედვით, სოფელ ტინისხიდში მოხდება შიდა გზებისა და სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რისთვისაც 400 000 ლარია გათვალისწინებული. 

დიდ გორიჯვარშვი  გზების რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო რკინიგზის სადგურის დასახახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა მოწესრიგდება, რისთვისაც  300 000 ლარია გათვალისწინებული. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120  დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.