“ივერიელებმა” მორიგი შეხვედრა გამართეს.
ეს პირველი შეხვედრა იყო, რომელიც კლუბმა 15 ივნისს ხაშურის “ივერიასა” და “გლდანს” შორის შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამართა.
ამჯერად, ხაშურელებმა “სამცხე ახალციხე” 2:3 დაამარცხეს და 22 ქულით გათამაშების ლიდერები გახდნენ.
შეგახსენებთ რომ ხაშურის “ივერიასა” და გლდანს შორის 15 ივნისს გამართული შეხვედრა ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც ხაშურელებს დაეკისრათ სხვადასხვა სახის სანქციები, მათ შორის კლუბის 3 წამყვან ფეხბურთელს თამაშის უფლება შეეზღუდათ.
დატოვეთ კომენტარი