ახალი ამბები

ვსწავლობთ, გარემოვაჭრეებმა რამდენად შეასრულეს დახლების აშლის მოთხოვნა – გორის მერია

ქართლის და გურამიშვილის ქუჩებზე გარევაჭრობა უნდა შეწყდეს. ამიტომ ვიწყებთ სიტუაციის შესწავლას და შესაბამისად ვიმოქმედებთ”, – უთხრეს “მოზაიკას” გორის მერიაში. 

უწყების თქმით, გარემოვაჭრეების ამოეწურათ დახლების აშლის ერთ-კვირიანი ვადა. 

“მათ მიიღეს გაფრთხილება და ერთ-კვირიანი ვადა დახლების ასაშლელად. ახლა იწყება იმის შემოწმება, ვინ დაემორჩილა გაფრთხილებას და ვინ აგრძელებსს ისევ ვაჭრობას”, – ამბობენ გორის მერიაში. 

შეგახსენებთ, რომ მერიის მოთხოვნით, გარემოვაჭრეებს დახლები 21 ივნისამდე უნდა აეშალათ, თუმცა მათი უმრავლესობა კვლავ ქართლის და გურამიშვილის ქუჩაზე განაგრძობს ვაჭრობას. როგორც ისინი ამბობენ, ტერიტორიის დატოვება და ვაჭრობის სხვა ადგილზე გაგრძელება არ შეუძლიათ, რადგან ეს მათ ხარჯებს გაზრდის და შემოსავალს შეამცირებს. 

დატოვეთ კომენტარი