ახალი ამბები

ხაშურის “ივერიამ” მე-11 ტურის გასვლით შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა

“ივერიელებმა” მორიგი შეხვედრა გამართეს.

ეს პირველი შეხვედრა იყო, რომელიც კლუბმა 15 ივნისს ხაშურის “ივერიასა” და “გლდანს” შორის შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამართა.

ამჯერად,  ხაშურელებმა “სამცხე ახალციხე” 2:3 დაამარცხეს და 22 ქულით გათამაშების ლიდერები გახდნენ.

შეგახსენებთ რომ ხაშურის “ივერიასა” და გლდანს შორის 15 ივნისს გამართული შეხვედრა  ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც ხაშურელებს დაეკისრათ სხვადასხვა სახის სანქციები, მათ შორის კლუბის 3 წამყვან ფეხბურთელს თამაშის უფლება შეეზღუდათ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი