ახალი ამბები

სოფელ ხალებში, “დაკიდული” ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალებში დაკიდული ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება, – ამის შესახებ “მოზაიკას” ხაშურის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი პაპუაშვილმა უთხრა.

“ამ სეზონზე წვიმიანი ამინდებია, რის გამოც მდინარე მტკვარი ადიდდა. ამან გამოიწვია ხიდისთვის საყრდენი ბურჯის დაზიანება. პირველადი სამუშაოები ჩვენ თვითონ ჩავატარეთ, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ლევან გამრეკელის ხელმძღვანელობით. ადგილზე იყო ჩამოსული გუბერნიის წარმომადგენელიც და საქმის კურსში ჩავაყენეთ. საქმეს შეისწავლიან და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ხალების ხიდის სრულ რეაბილიტაციას”, – გვითხრა გიორგი პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის ხალების საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია 2017 წელს ჩატარდა. ხალების ხიდი ადმინისტრაციულ ცენტრთან 5 სოფელს აკავშირებს.

დატოვეთ კომენტარი