24 ივნისს გორში, თბილისის მსგავსად გაიმართება ევროინტეგრავიის მხარდამჭერი აქცია – “გორი ევრპისთვის”.
მოქალაქეები ლობჭაბუკის სკვერში შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს.
“მოქალაქეები ვიკრიბებით გორში, ლომჭაბუკის სკვერში იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი სურვილი, გავხდეთ დასავლური სივრცის ნაწილი. ვიკრიბებით შიდა ქართლში მცხოვრები ყველა ადამიანი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ვისაც გვსურს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში”,- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
დატოვეთ კომენტარი