ახალი ამბები

ქარელის საცურაო აუზი ივნისის ბოლოს ვერ გაიხსნება

ქარელის საცურაო აუზი დათქმულ დროს ვერ გაიხსნება. მერიაში ერთი თვის წინ აცხადებდნენ, რომ აუზი ივნისის ბოლომდე გაიხსნებოდა.

არსებული ინფორმაციით, ქარელის საცურაო აუზის ადმინისტრაციაში არც ხელმძღვანელია დანიშნული და დანარჩენი პოზიციებიც ვაკანტურია.

ა(ა)იპ ქარელის მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების გაერთიანებამ 23 ივნისს აუზის ადმინისტრაციაში ვაკანტური პოზიციების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა და დაინტერესებულ პირებს მოუწოდა, რომ რეზიუმე იმეილზე გაუგზავნონ, მაშინ როდესაც, ერთი თვით ადრე ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი აცხადებდა, რომ ვაკანსიებს არ გამოაცხადებდნენ, რადგან ისედაც ბევრი ადამიანი მიმართავდა მერიას დასაქმების თხოვნით.

აუზის გახსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.