ცნობილი გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით,
- საფეხბურთო კლუბ ხაშურის „ივერიას“ ჩაეთვალა წაგება ანგარიშით 0:3.
- დაკისრა 4 საშინაო მატჩის მაყურებლის გარეშე გამართვა და ფულადი ჯარიმა.
- ხაშურის „ივერიის“ ფეხბურთელებს, გიორგი ნოზაძეს, ნიკა ივანიშვილსა და ლაშა ხაჩიძეს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია.
- საფეხბურთო კლუბ „გლდანს“ ჩაეთვალა წაგება ანგარიშით 0:3 და დაეკისრა ფულადი ჯარიმა.
- „გლდანის“ ფეხბურთელს გიორგი იოსელიანს დაეკისრა ფულადი ჯარიმა და შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია. „გლდანის“ ფეხბურთელს, გაგა სამადაშვილს დაეკისრა ფულადი ჯარიმა და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია.
შეგახსენებთ, რომ ხაშურის ახლადგახსნილ სტადიონზე “ივერიას” და “გლდანის” შეხვედრა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დატოვეთ კომენტარი