ახალი ამბები

მდინარე სურამულაში მოქალაქეები ნაგავს ყრიან – ფოტოები

მდინარე სურამულაში მოქალაქეები ნაგავს ყრიან. “მოზაიკამ” დაბინძურებული მდინარის ფოტოები ხაშურში გადაიღო.

ქალაქში, თითქმის ყველა ხიდთან დგას აბრა, რომელზეც წერია “ნუ დააბინძურებ შენს სამშობლოს”, თუმცა ამის მიუხედავად, მოქალაქეები ნარჩენებს მაინც მდინარეში ყრიან. 

ამ საკითხზე “მოზაიკა” ხაშურის მერიას დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურის ტანამშრომელმა გვითხრა, ეს ქმედება არის დასჯადი, თუმცა ამისთვის მათ მტკიცებულება სჭირდებათ.

“იმ შემთხვევაში, თუ იქნება მტკიცებულება, ფოტო ან ვიდეო, შედგება ოქმი და წარედგინება სასამართლოს, შემდგომი რეაგირების მიზნით”, – გვითხრა თათია ძინძიბაძემ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი