ახალი ამბები

“ივერიას” არ მივატოვებთ, ვუქომაგეთ მოედნის გარედან – ფანკლუბი 

“ივერიას” ფანლუბი განცხადებას ავრცელებს.

“ხაშურის “ივერიას” გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოთქვავენ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ფიქრობენ, რომ ხაშურის “ივერია” მძიმედ დაისაჯა 15 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამო.

“ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს ბიჭების, რომელიც შეძლებენ და თამაშებს ღირსეულად მოიგებენ. ქომაგები არ მივატოვებთ “ივერიას” და ვუქომაგებთ მოედნის გარედან. წარმატებები ჩვენს ბიჭებს! ადრე თუ გვიან “ივერია” გაბრწყინდება!”, – ამბობენ გულშემატკივრები. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო, დაისაჯა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.