ახალი ამბები

მოქალაქემ საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა მოუგო

მოქალაქემ საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა მოუგო. 

პოლიციელმა ვერ დაამტკიცა, რომ მოქალაქეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გამოუწერა, ნამდვილად არ ეკეთა ღვედი.

თავის მხრივ, მოქალაქის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ღვედი ეკეთა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა მაინც გამოუწერა ჯარიმა .

საბოლოოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითარი გაუქმდა და მოქალაქე ვ.მ. გათავისუფლდა ღვედის გამოყენებლობის გამო დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისაგან.

ვ.მ.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.