ახალი ამბები

ხურვალეთთან ოკუპანტები სათვალთვალო კოშკურას აწყობენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები სათვალთვალო კოშკურას აწყობენ. ამ ინფორმაციას, ადგილობრივებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.

“მოზაიკა” ესაუბრა ხურვალეთში მცხოვრებ ქეთევან ფიცხელაურს. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტების ვადაადგილებას ბოლო 4 დღის განმავლობაში ამჩნევდა.

ვხედავდით, რომ გადაადგილდებოდნენ. ბინოკლებით იყურებოდნენ აქეთ. აქ ყველას აშინებს მათი გამოჩენა, რადგან არ ვიცით, როდის რა აქვთ გეგმაში. მერე გავიგეთ, რომ სათვალთვალო კოშკურას აწყობენ”, – გვითხრა ფიცხელაურმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.