“გაცნობებთ, რომ 2022-2023 სასწავლო სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწარმოებს ორ ეტაპად”, – აცხადებს გორის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო.
მათი ინფორმაციით, პირველი ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 20 ივნისს, 12:00 საათზე და გაგრძელდება 24 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით.
“პირველ ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, ვისი და-ძმაც უკვე არის იგივე ბაღის აღსაზრდელი.”
რაც შეეხება მეორე ეტაპს, რეგისტრაცია დაიწყება 25 ივნისს, 12:00 საათზე და გაგრძელდება 05 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით.
“მეორე ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებს ყველა მსურველი. შეგახსენებთ, რომ დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, ვისაც 2022 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდება 2 წელი.”
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია?
ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად შემდეგ ელ.მისამართზე: www.gorikids.ge , ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან.
ელექტრონული რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა, მონაცემების სწორად შევსებისთვის.
მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტებს წარადგენთ სააგენტოში.
დოკუმენტების წარდგენას შეძლებთ 06 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით. დაგჭირდებათ:
- ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
- ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
- ორი ფოტოსურათი (3X4);
- მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
- რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
რეგისტრაციის გადამოწმებას შეძლებთ იგივე ელ.მისამართზე, ,,რეგისტრაციის გადამოწმების’’ ველში ბავშვის პირადი ნომრის ჩაწერით.
“რაც შეეხება სასკოლო მზაობის ცენტრებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის მსურველ მშობლებს, 25 ივნისიდან 05 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ მობრძანდნენ სააგენტოში (სტალინის გამზ.16), დაწერონ განცხადება და წარადგინონ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები”, – განმარტავენ სააგენტოში.