ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი გაიხსნა 

გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი გაიხსნა. ამ დღესთან დაკავშირებით, საზეიმოდ გახსნეს ახალი საინფორმაციო ცენტრის შენობა, რომელიც ევროკავშირისგან მიღებული გრანტის ფარგლებში აშენდა.

ღონისძიებას კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენელებთან ერთად, ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მისი მოადგილე თამაზ შიოშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე აბელ აბესაძე. 

“ძალიან მიხარია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი  ტურზმის საინფორმაციო ცენტრი მიემატა. ვიმედოვნებ, რომ ის შესაბამისი დატვირთვით იმუშავებს და ჩვენს რეგიონს ტურისტების სიმრავლე ექნება”, – განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, გორში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის პირველი შენობა სტალინის სახლ-მუზეუმთან მდებარეობს. ახალი შენობა კი ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ გაიხსნა, რომელსაც ორი წლის წინ ევროკავშირის დაფინასებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 

დატოვეთ კომენტარი