ახალი ამბები

ხაშურში 15 ივნისის თამაშს 22 პოლიციელი ესწრებოდა – მერია

„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება 15 ივნისს, ხაშურის “ივერიის” სტადიონზე მომხდარ ინციდენტს, რაც არაერთი მცდარი ინტერპრეტაციის საფუძველი გახდა”, – უწყებამ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“პირველ ყოვლისა, ვალდებული ვართ განვმარტოთ სპორტის მოყვარულთათვის კარგად ცნობილი წესი: ფეხბურთის მატჩს ჰყავს სპორტული კომისარი, რომელიც არ გასცემს თამაშის ნებართვას, თუ არ არის მობილიზებული პოლიცია და სასწრაფო დახმარება. შესაბამისად, 15 ივნისის თამაშს ესწრებოდა 22 პოლიციელი, ტრიბუნებზე იმყოფებოდნენ ხაშურისა და სურამის პოლიციის ხელმძღვანელებიც. მთელი მატჩის განმავლობაში მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებაც”, – აცხადებენ ხაშურის მერიაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი