ჰიპერტენზიის სკრინიგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის გაყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, მეჯვრისხევსა და მერეთში მცხოვრებ მოსახლეობას ჰიპერტენზიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, – ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
”მაისის გაზომვის თვე- MMM”- ჰიპერტენზიის სკრინიგის მსოფლიო კამპანიას საქართველო წელს უკვე მეხუთედ შეუერთდა. ინიციატივა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების კოორდინირებით ხორციელდება. ”MMM 2022” შიდა ქართლის ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მეჯვრისხევსა და მერეთში გაიხსნა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
აქციის ფარგლებში დარგის სპეციალისტებმა მოსახლეობას ჰიპერტენზიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს და საინფორმაციო მასალებიც გადასცეს.
ინფორმაციისთვის, მაისის გაზომვის თვის კამპანიაში მსოფლიოს მასშტაბით 100-მდე ქვეყანაა ჩართული.