ახალი ამბები

ხაშურის 14 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურაზე 300 000 ლარამდე დაიხარჯება

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში ბეტონის გზების საფარის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 295 638 ლარს შეადგენს.

“ბეტონის დაგების სამუშაოები განხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში რომლის საერთო ღირებულება შეადგენს ჯამში 295 638 ლარს”,- ნათქვამია სატენდერო ხელშეკრულებში.

ხელშეკრულების დადებიდან სამუშაოს შესრულების ვადა განსაზღვრულია 91 კალენდარული დღით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.