ახალი ამბები

გორში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისთვის მამაკაცი დააკავეს 

გორში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონი შეძენა-შენახვასა და ტარების ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  ხ.მ. ერთობლივად დააკავეს.

“სამართალდამცველებმა, ხ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. აბრეზი, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 13 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დანაშაული 3 -დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.