ახალი ამბები

როგორ ეხმარება ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფო – ჩორჩანაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ჩორჩანაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, სადაც ისაუბრეს იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს.

“შეხვედრისას, განსაკუთრებით გაესვა ხაზი ისეთი სერვისების არსებობის მნიშვნელობას, როგორიცაა ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება, სამედიცინო მომსახურების ორგანიზება, სამართლებრივი დახმარება, დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით უზრუნველყოფა და რაც მთავარია, ყველა მოქალაქე უნდა იყოს ინფორმირებული, რომ არსებობს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი 116 006”, – ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩორჩანაში არსებულ „წიგნის სახლში“ გაიმართა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს მინისტრის აპარატის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისა და სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები. ასევე ხაშურის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები – საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა წევრები.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.