ახალი ამბები

ქარელის ტურიზმის ცენტრი ივლისის დასაწყისში გაიხსნება – მერია

ქარელის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ივლისის დასაწყისში გაიხსნება. ამის შესახებ, ააიპ კულტურის და სახელოვნებო გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ეგნატაშვილმა განაცხადა.

“შენობის აშენების შემდეგ დაემთხვა პანდემია და ამიტომ გადაიდო გახსნა. ამ ეტაპზე ველოდებით ვაკანსიებზე განაცხადებს რომ შევარჩიოთ თანამშრომლები. შენობა ინვენტარით სრულადაა აღჭურვილი, პანდემიის დროს გზამკვლევებიც კი დავბეჭდეთ, სადაც ტურისტული მიმართულებები სრულყოფილადაა მოცემული. კადრების შერჩევა მოხდება და ვფიქრობთ, რომ ივლისის დასაწყისში უკვე გაიხსნება ;- განაცხადა გიორგი ეგნატაშვილმა.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება თანამშრომელთა რაოდენობას, ის საქმის რაოდენობის, დატვირთვის შესაბამისად გაიზრდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.