ახალი ამბები

გორის კულტურის სააგენტოს თანამშრომელს ქრთამის აღებას ედავებიან

ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს პროექტების მენეჯერს მ.შ-ს ანტიკორუფციული სამსახური ქრთამის აღებას ედავება. საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.

არსებული ინფორმაციით, 26 მაისის ღონისძიებისთვის სააგენტომ გამარტივებული წესით შეისყიდა პიროტექნიკა ერთ-ერთი ინდ.მეწარმისგან. სწორედ აღნიშნულ შესყიდვაში აღმოაჩინა სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დარღვევები.

გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ქრთამის სანაცვლოდ უზრუნველყო ის, რომ სწორედ აღნიშნულ ინდ.მეწარმესთან გაფორმებულიყო გამარტივებული შესყიდვა.

​”მოზაიკას” ინფორმაციით, კულტურის სააგენტოს პროექტების მენეჯერის წინასასამართლო სხდომა გაიმართა და აღნიშნული პიროვნება მოსამართლემ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.