ახალი ამბები

კასპის მერია 3 მილიონამდე ლარს ​გუდალეთის გზის რეაბილიტაციისთვის დახარჯავს

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ გუდალეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 2 933 799-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

“სამუშაოს შესრულების ვადა ორ ეტაპად იყოფა, პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულებაა 421 053 ლარია, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება 2 512 746 ლარით. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვე”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ცნობისთვის, ტენდერი გამოცხადდა 2022 წლის 6 ივნისს და სრულდება ა28 ივნისს.

დატოვეთ კომენტარი