ახალი ამბები

ატენში საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 702 215 ლარი გაითვალისწინა.  პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2147 მეტრ გზას. 

“საპროექტო გზის რეაბილიტაციის მიზნით საჭიროა დაშლილი მიწის ვაკისის და საგზაო საფარის აღდგენა არსებული პარამეტრების ფარგლებში. პროექტით გათვალისწინებული გზა ძლიერ დაზიანებულია. აღსანიშნავია, რომ საველე-საკვლევი სამუშაოების შესრულებისას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა და პროექტის დამუშავებისას გათვალისწინებული იქნა მათი რეკომენდაციები საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებისას”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

სატენდერო პირობების მიხედვით შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი