კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ხოვლეში სკვერის განახლების სამუშაოებისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას “ახალი ჭიათურა” 176 667 ლარი გადაურიცხა.
“სკვერში სავალ ბილიკებზე დაიგო ფილები, მოეწყო მწვანე საფარი, დარგეს ნარგავები, დამონტაჟდა გარეგანათების ლამპიონები. სამუშაოების დასრულების შემდეგ სკვერში განთავსდება ურნები და სკამები. სოფლის ცენტრში მდებარე სკვერი მოსახლეობის დასვენების ერთადერთი სივრცეა და აუცილებელ განახლებას საჭიროებდა”, – ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერეს.
დატოვეთ კომენტარი