ახალი ამბები

კასპის მერიამ წყლის სისტემების რეაბილიტაციის ხარჯები გაზარდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტში ცვლილებები განახორციელა, რომლის ფარგლებშიც წყლის სისტემების რეაბილიტაციის ხარჯები 1 003 500 ლარით გაიზარდა.

“შემცირდეს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, საკანალიზაციო სისტემის მოწყობა რეაბილიტაციის, ბაღების და სკვერების მოვლა-რეაბილიტაციის და სპორტის სფეროს ხარჯები, რის სანაცვლოდაც გაიზრდება წყლის სისტემების და მგზავრთა მოსაცდელების რეაბილიტაციის ხარჯები”, – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა.

აღნიშნულ ცვლილებებზე საკრებულომ იმსჯელა და ხმათა უმრავლესობით, მერიის ინიციატივას მხარი დაუჭირა. ჯამში, კასპის მუნიციპალიტეტში 1 025 500-ლარით მეტი დაიხარჯება წყლის სისტემების და მგზავრთა მოსაცდელების რეაბილიტაციისთვის.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.