საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლში ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
“ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი სამოქმედო უბნიდან წიწვოვანი ჯიშის ხის ნერგების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა 5 000 ლარის ოდენობით. ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს”, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 9 წლამდე ვადით.