“1921 წელს ოკუპაცია რომ არ მომხდარიყო, დღეს საქართველო იქნებოდა შვეიცარიის განვითარების დონეზე”, – ამის შესახებ, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი აცხადებს.
მისი თქმით, ზოგადად, სიტყვა ოკუპაცია საქართველოსთვის არის ძალიან მტკივნეული ტერმინი.
“ეს სიტყვა ჯერ კიდევ 1921 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა წაართვეს. ოკუპაცია არის ჩვენთვის დაკარგული სამაჩაბლო და დაკარგული აფხაზეთი, სოფლები და ქალაქები რომელთა აბსოლუტური საზღვრები საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენდა. ამიტომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება,ჩვენთვის არის ძალიან ახლოს. უკრაინა ეს საოცარი ქვეყანა არის დღეს ომის ქარცეცხლში. მინდა უკრაინას ვუსურვო იყოს დამოუკიდებელი და დაიცვას თავისი ქვეყნის საზღვრები, უკრაინის სიძლიერე იქნება ჩვენი და ჩვენი ქვეყნის სიძლიერე”, – ამბობს ნინო ლიპარტელიანი.
მისივე თქმით, რუსეთი, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად არის ოკუპანტი და ამას აღიარებს მთელი მსოფლიო.