ახალი ამბები

„წვიმიან ამინდში ისეთი მდგომარეობაა, უნდა ილოცო მშვიდობით გადახვიდე”

„წვიმიან ამინდში ისეთი მდგომარეობაა, უნდა ილოცო მშვიდობით გადახვიდე”, – მოსახლეობა ხაშურის მუნიციპალიტეტში სურამი-შინდარას მონაკვეთზე მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, უკმაყოფილოა.

” 5-6 თვეა, თითქმის მთელი ზამთარი სურამის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ჩამონგრეული და გადათხრილია აქაურობა, ამხელა ტრაილერები და მარშუტკებია გვერდს ვერ აუქცევ. წვიმიან ამინდში კი, ისეთი მდგომარეობაა, უნდა ილოცო, რომ ცოცხალი გადახვიდე. ღმერთს მადლობა, მე-4 სკოლა არ ფუნქციონირებს, თორემ საშიშროება მართლაც იქნებოდა – სტეკლიანიდან რამდენი ბავშვი დადის”, – ამბობს მანანა სებისკვერაძე, სოფელ შინდარას მკვიდრი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი