ახალი ამბები

„გაუმართლებელია აგრესია რუსეთისგან”, – ხაშურის მერი უკრაინის მოვლენებზე

“ეს არის გაუმართლებელი აგრესია რუსეთის მხრიდან, უკრაინაში რაც ხდება”, – ასე ეხმაურება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომს.

“განსაკუთრებული ხაზგასმა არ სჭირდება ამას, ეს არის საშინელება რაც ხდება. რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ განვითარების გზით ვივლით, დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ. ჩვენი ისტორია დაკავშირებულია თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. დღევანდელ დღეს, ჩვენ თაყვანი უნდა ვცეთ იმ წინაპრებს, ვინც თავისი სისხლით მოიტანა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება”, – აცხადებს თენგიზ ჩიტიაშვილი.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხაშურში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

დატოვეთ კომენტარი