ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს.
“პროექტის ფარგლებში მოეწყო საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ოთახები, წყალმომარაგება-კანალიზაცია, გათბობის სისტემა. შემოიღობა და კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო, აქვე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები. ამჟამად მიმდინარეობს ფასადის სამღებრო სამუშაოები”, – ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტი დაფინანსდა რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით.სამუშაოებს ასრულებს შპს ,,მშენბენი“.
დატოვეთ კომენტარი