ახალი ამბები

გორში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს 

გორში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგანა საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  

უწყების ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ვ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 14 მჭიდი და 441 ვაზნა.

“ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი