ხაშურში საფეხბურთო კლუბ “ივერიის” განვითარების ფონდი შეიქმნა. ინიციატივა ქალაქის მერს თენგიზ ჩიტიაშვილს ეკუთვნის.
ჩიტიაშვილის ინფორმაციით, ინიციატივას მხარს ადგილობრივი ბიზნესმენებიც უჭერენ.
“ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერით და სპორტსმენთა ჩართულობით ხაშურის საფეხბურთო კლუბ “ივერიის” განვითარების ფონდი შეიქმნა. ახლადშექმნილი ფონდი მნიშვნელოვნად დაეხმარება კლუბს პრობლემების გადაწყვეტასა და განვითარებაში. ხაშურის “ივერია”, როგორც რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე გუნდი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან წლიურად 50 000 ლარის დაფინანსებას იღებს, რაც გუნდის განვითარებისთვის არასაკმარისია.”, – აცხადებენ მერიაში.
უწყების ცნობით, ივერიის” განვითარების ფონდში შემოწირულობის შეტანა ყველა მსურველს შეუძლია. შემოწირულობის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი იქნება.