ახალი ამბები

ქარელელი პარასპორტსმენი მსოფლიო თასის გამარჯვებულია

ქარელელი პარასპორტსმენი ნინა თიბილაშვილი მსოფლიო თასის გამარჯვებულია.

ტაილანდში გამართულ ჩემპიონატზე თიბილაშვილმა ოქროს მედალი ხმლით ფარიკაობაში მოიპოვა.

“ნინა თიბილაშვილმა ოქროს მედალი ხმლით ფარიკაობაში მოიპოვა. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებიდან 2 ოქროს და ერთი ვერცხლის მედლით დაბრუნდა”- ინფორმაციას პარაოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, ნინა თიბილაშვილი 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია.

დატოვეთ კომენტარი