ახალი ამბები

“გორმედი” ავარიის დროს, დაშავებულების შესახებ განცხადებას აკეთებს

“გორმედი” ქარელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დაშავებულების მდგომარეობის შესახებ განცხადებას აკეთებს.

“ქარელის კლინიკაში ორი პაციენტი შევიდა, სამი პაციენტი – გორში. ამჟამად, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, აღენიშნებათ მრავლობითი მოტეხილობები და დაზიანებები, რის შედეგადაც მოთავსდებიან ზოგი სტაციონარში, ზოგი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. მიმდინარეობს ღრმა კვლევები, რის შემდეგადაც გვეცოდინება ზუსტი დიაგნოზი”, – ამბობს “გორმედის” კლინიკური დირექტორი ხათუნა შრუბი.

შეგახსენებთ, რომ ავტობანზე, რუის-ურბნისის მონაკვეთზე მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი