შიდა ქართლში მობილური იუსტიციის სახლი 23-27 მაისს იმოძრავებს. სამინისტროს ინფორმაციით, მობილური იუსტიციის სამუშაო საათები არის 10:00-დან 17:00 საათამდე.
“იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 450 მომსახურებას სთავაზობს. „მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით კი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები ყველა ამ სერვისს სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ. ეს მათ როგორც დროის, ისე ფინანსების დაზოგვაში დაეხმარება”, – აცხადებენ სამინისტროში.
- 23 მაისს მობილური იუსტიციის სახლი სტუმრობდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკს.
- 24 მაისი – წაღვლი (ხაშური);
- 25 მაისი – ელბაქიანთკარი (ქარელი);
- 26 მაისი – ქვემო ბოშური (გორი);
- 27 მაისი – ქვემო ჭალა (კასპი);
დატოვეთ კომენტარი