ახალი ამბები

ხაშურში რამაზ ხარშილაძის სახელობის ტურნირში გორელმა ძიუდოისტებმა გაიმარჯვეს 

ხაშურში 21-22 მაისს  მონრეალის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონის, რამაზ ხარშილაძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ჩატარდა.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგნეტოს ინფორმაციით, შეჯიბრებაში 1 პირველი და 2 მესამე ადგილი დაიკავეს, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა.

ტურნირის გამარჯვებული დავით ხარიბეგაშვილი (30 კგ.მწვრთნელი გ. გამდლიშვილი) გახდა, მესამე ადგილებზე ზურა მოსიაშვილი (34 კგ. მწვრთნელი გ.გამდლიშვილი) და თორნიკე საური (+66 კგ. მწვრთნელი ქ. პავლიაშვილი) გავიდნენ.

დატოვეთ კომენტარი